Saturday, March 9, 2013

ჩემი ავტობიოგრაფია

                                                                   CV (Curriculum Vitae)

      ვარ ქეთევან კობახიძე, დაბადებული 1962 წლის 10 ოქტომბერს.  ვცხოვრობ ქ. თბილისის ერთ პატარა ლამაზ უბანში - სანზონაში, სადაც დავამთავრე მე-15 საშუალო სკოლა 1979 წელს. იმავე წელს ჩავაბარე ი.ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1984 წელს და მივიღე საშუალო სკოლის ინგლისური და ფრანგული ენების მასწავლებლის კვალიფიკაცია მაგისტრის სტატუსით.
       1984 წელს გავთხოვდი და მყავს ოჯახი: მეუღლე - კახა კეკელია, მოქანდაკე, და შვილები: თეონა, ვაჟა და ილია. თეონას ყავს მეუღლე ირაკლი დანელია და ორი ვაჟკაცი - ნიკოლოზი და თორნიკე.  ასე რომ, საკმაოდ დიდი ოჯახი მაქვს, რომლებსაც ვუთმობ ჩემს თავისუფალ დროს, რომელიც ძალიან შეზღუდული მაქვს.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტში ჯერ თარჯიმნად, შემდეგ ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად, ერთი წლის შემდეგ გადამიყვანეს უფროს ბიბლიოთეკარად (1984-1988), 1988- 1994 წლებში ვმუშაობდი სსსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის სისტემური ინდექსების განყოფილებაში უფროს ლაბორანტად.
       1993 წლიდან მუშაობა დავიწყე ქ.თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად, ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება. ყოველთვის მინდოდა დავბრუნებულიყავი იმ სკოლაში, სადაც ავიდგი ფეხი, სადაც მყავდა საუკეთესო მასწავლებლები, რომელთა ხელშიც გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემი წვლილი შემეტანა მომავალი თაობის აღზრდაში. მას შემდეგ სკოლა გახდა ჩემი ნომერ პირველი ინტერესის სფერო, ჩემი მეორე ოჯახი. 2010 წლიდან, მას შემდეგ რაც ჩემი სკოლა შეაერთეს თბილისის №207-ე საჯარო სკოლასთან, ვმუშაობ №207-ე სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. 2011-12 წლებში შეთავსებით ვმუშაობდი თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო კერძო სკოლაში „მარჯი“. ეს იყო დატვირთული, მაგრამ საინტერესო წელი, რომელმაც ბევრი ახალი შემატა ჩემს პროფესიულ გამოცდილებას.
    ძალიან დიდ დროს ვუთმობ ჩემს პროფესიულ განვითარებას, ვეძებ სიახლეებს, მაინტერესებს ყველაფერი ახალი და ინოვაციური, დავდივარ პროფესიული განვითარების ტრენინგებზე როგორც მასწავლებლის სახლში, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრებში.
   2011 წლიდან მაქვს სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 2012 წლის 4 ივნისიდან - საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებლის სტატუსი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში.
       
       მონაწილეობა  მივიღე pil-forum2013 პროექტით "ცხოველები ჩვენს გარშემო".
2013 წ 21–22 ივნისს მონაწილეობა მივიღე კონფერენციაში "პროექტზე დაფუძნებული სწავლება" პროექტ–გაკვეთილით "ცხოველები ჩვენს გარშემო".
2013 წ 23 ივნისს დავესწარი მაკმილანის კონფერენციას.
2013 წ  28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე დავესწარი eTwinning-ის ტრენინგს წყალტუბოში და მოვაწყვეთ პრეზენტაცია სკოლაში.
2013 წ 21–22 ნოემბერში დავესწარი კონფერენციას "მასწავლებლის ეთიკის კოდექსი"
2015 წლის 21-23 ოქტომბერს მონაწილეობა მივიღე ეთვინინგის კონფერენციაზე, ბრიუსელში
2015 წლის 12 დეკემბერს მოხსენება გავაკეთე კონფერენციაზე "სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწვლებლებთან"
   როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს ჰობი, რომელსაც ძალიან დიდ დროს ვუთმობ: მაინტერესებს ყველაფერი სიახლე, რაც დაკავშირებულია ისტ-ის გამოყენებასთან სასწავლო პროცესში. ვამზადებ თემატურ პრეზენტაციებს მოსწავლეებისათვის, ვეხმარებით მათაც შექმნან პრეზენტაციები, ვმუშაობ ბლოგში და ლემილში. ისტ -ის გამოყენებით საინტერესოს ვხდი საგაკვეთილო პროცესს მოსწავლეებისათვის, ვამზადებთ პროექტებს და პროექტ-გაკვეთილებს მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით, მათი ინტერესების გათვალისწინებით. 
          ჩემი ელფოსტის მისამართია katemasw2@gmail.com

1 comment:

  1. მოგესალმებით. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ არაჩვეულებრივი და ყურადღებიანი ტრენერი ბრძანდებით. ჩვენ ი-ტვინინგმა დაგვაკავშირა და დიდი მადლობა მას ამისთვის. მეორე რიგში, ვიტყვი, რომ თქვენმა ბლოგმა მომხიბლა, იმდენად მოწესრიგებულია. გამიჩნდა ბევრი ახალი იდეა ჩემი ბლოგის სრულყოფისათვის და ამისთვისაც დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და ვუსურვებ ჩემს თავს, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდხანს და კეთილად გაგრძელებულიყოს.

    ReplyDelete